თათა ერქვანია


განათლება: • 2018 წლიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი;

• 2015 – 2016 ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხის (LL.M.) მფლობელი;

• 2009 – 2011 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი.

• 2005 – 2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი (წარჩინების დიპლომი, GPA 3,5).

სამუშაო გამოცდილება: • 2020 წლის სექტემბრიდან - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მართვის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ბაზრის მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

• 20.05.2020 – 20.09.2020 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საბალანსო ბაზრის პროგრამის უფროსი იურისტი;

• 2014 - 2020 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული მრჩეველი;

• 2019 წლიდან დღემდე - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი;

• 2017 წლიდან დღემდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (სალექციო კურსები: შესავალი სამოქალაქო სამართალში, სანივთო სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი);

• 2017 წლიდან დღემდე - მოწვეული ტრენერი სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში (თემატიკა: სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა), ასევე, მოწვეული ტრენერი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში (CSRDG) (თემატიკა: „დაფუძნების და მომახურებით ვაჭრობის თავისუფლება ასოცირების შეთანხმების მიხედვით“);

• 2017 წელი - ანაზღაურებადი პრაქტიკა საერთაშორისო იურიდიული კომპანიაში - Hogan Lovells International LLP სასამართლო სამართალწარმოების მიმართულებით (ჰამბურგი, გერმანია);

• 2016 წელი - ანაზღაურებადი პრაქტიკა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიში - Freschfields Bruckhaus Deringer LLP კონკურენციის სამართლის მიმართუბით (ბერლინი, გერმანია).

• 2012 – 2014 წელი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო მოგვიანებით, დაწინაურების საფუძველზე - კოორდინატორი.

• 2010 – 2011 წელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის შტატგარეშე თანამშრომელი.

• 2008 – 2009 წელი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრაქტიკანტი. სტიპენდიები:

• 2017- 2019 წელი - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ექსპერტთა პროექტის მონაწილე.

• 2017 წელი - გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის (IRZ) სტიპენდიანტი.

• 2016 წელი – გერმანიის კათოლიკური აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) სტიპენდიანტი. • 2008 წელი - გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტი. წევრობა:

• 2016-იდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მოქმედი ადვოკატი.

• 2018 – 2019 - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (საზოგადოებრივ საწყისებზე), თბილისი, საქართველო. გამოქვეყნებული პუბლიკაცია:

• „მესამე პირთა ინტერესების დაცვა წარმომადგენლობაში (საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით)“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ (№3(34)2012)“ გვ. 28;

• თარგმანის თანაავტორი - „ევროპული სამართალი - სასწავლო სახელმძღვანელო“ - ავტორები - თომას ოპერმანი, კლაუს დიტერ კლასენი, მარტინ ნეთესჰაიმი, (წიგნი გამოიცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წ.).

ენები : ინგლისური - კარგად. გერმანული - კარგად. ქართული - მშობლიური.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი