ეკატერინე გეწაძე
განათლება
1993-2004 წ.წ. - ქ. ამბროლაურის #2 საჯარო სკოლა;
2004-2008 წ.წ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი;
2008-2010 წ.წ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, კერძო სამართლის მიმართულება, მაგისტრატურა.
დამატებითი კურსები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები
2016 წლის სექტემბერი-ნოემბერი – აკადემიური ინგლისურის მოსამზადებელი ენის კურსი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში (სერტიფიკატი);
2015 წლის 27-28 მარტი – არბიტრაჟი – ბიზნეს და საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საუკეთესო გზა, J&T Consulting, (სერტიფიკატი);
2015 წლის 28 თებერვალი-2015 წლის 1 მარტი – ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი (სერტიფიკატი);
2014 წლის დეკემბერი – ადვოკატთა პროფესიული ეთიკა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი (სერტიფიკატი);
2014 წლის სექტემბერი – მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სერტიფიკატი);
2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივლისამდე - მარიამ ცისკაძის ტრეინინგ ცენტრი, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსების მსმენელი (სერტიფიკატი);
2013 წლის 2-3 ნოემბერი – განგრძობადი იურიდიული განათლების მე-3 ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში (სერტიფიკატი);
2012 წლის 1-2 დეკემბერი – განგრძობადი იურიდიული განათლების მე-2 ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში (სერტიფიკატი);
2012 წლის 27-28 სექტემბერი – საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:International Tax Effective Structures, Riga, Latvia (სერტიფიკატი);
2010 წ. – მოსამართლის თანაშემწეთა მოსამზადებელი სამთვიანი სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სერტიფიკატი);
2009 წლის 19-21 ოქტომბერი - American Bar Association Rule of Law Initiative: ,,Street Law Training of Trainers’’ (სერტიფიკატი);
05.03.2009-10.06.2009 წ. – თსუ-ს საადვოკატო კლინიკა ,,ვაშაკიძე და ბაზერაშვილი – ადვოკატები თბილისში’’ ((VBAT) (სასწავლო კურსები: მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, სამართლებრივი დასკვნების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის – ხელშეკრულებების, საწარმოთა წესდებების მომზადება);
2008 წლის 15-17 მარტი - ამერიკის იურისტთა ასოციაციაციის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგი: ,,სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევები’’ (სერტიფიკატი);
2008 წლის 24 ნოემბერი – ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით (სერტიფიკატი);
2007-2008 წ.წ. – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებული ექვსთვიანი სასწავლო კურსი სამოქალაქო სამართლის სპეციალობით შემდეგ დისციპლინებში: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, შედარებითი საკორპორაციო სამართალი, საპარლამენტო დებატები, სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები (დიპლომი).
სამუშაო გამოცდილება
2018 წლის აპრილიდან დღემდე – ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი;
2014 წლის მაისიდან დღემდე – ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი”;
2013 წლის 22 აპრილიდან დღემდე – საადვოკატო ფირმა შპს ,,ჯეი-ემ-ქეის” პარტნიორი;
2011 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე – საადვოკატო ფირმა შპს ,,ჯეი-ემ-ქეის” იურისტი;
2009 წლის ოქტომბრიდან – 2009 წლის იანვრამდე – ქ. თბილისის #55-ე საჯარო სკოლა, აშშ-ს იურისტთა ასოციაციის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის ფარგლებში ტრენერი სამართალმცოდნეობის ძირითად საკითხებში (სასემინარო თემები: კონსტიტუცია და დემოკრატია, ადამიანის უფლებები, არასრულწლოვანთა უფლებები, ასევე სამოქალაქო და სისხლის სამართლის ზოგიერთი საკვანძო თემა);
2008 წლის მარტიდან – 2008 წლის სექტემბრამდე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი (საქმიანობა სამოქალაქო სამართალწარმოების დარგში: მოსამართლის დახმარება, როგორც სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში - განჩინებების, გადახდის ბრძანებების, გადაწყვეტილებების შესავალი და აღწერილობითი ნაწილების პროექტების მომზადება, ასევე საქმისწარმოებისთვის აუცილებელ ტექნიკურ საკითხებში, მოქალაქეებთან ურთიერთობა).
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.