დემურ სორტკილავა


მდემურ ბორისის ძე სოტკილავა დაიბადა აფხაზეთის ა/რ, ქ.გალში 1974-წლის 17-მარტს. 
1991-წელს დაამთავრა გალის რ-ნ სოფ. ოტობაიის #2 საშუალო სკოლა. 
1991-წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტზე, სპეციალობა „ სამართალმცოდნეობი"-ს განხრით, რომლის სრული კურსი დაამთავრა  1997-წელს. ამავე წელს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ (კომისიის თ-ე მინდია უგრეხელიძე) მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 
გავლილი აქვს  სტაჟირება საქართველოს  პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში. 
1999-წლიდან მოღვაწეობა გააგრძელა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამეგრელოს რეგიონში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 
2002-წლიდან 2005-წლამდე გახლდათ ქ.ზუგდიდში დაფუძნებული იურიდიულ ფირმა „ვექილი"-ს ხელმძღვანელი.
2003-წლის ნოემბერში წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2004-წლის თებერვლის თვეში,  ასევე წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები.
2005-წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი-ადვოკატი. 
2005-2010 წლებში გახლდათ  ქ.ზუგდიდში დაფუძნებული  საადვოკატო ბიურო „ვექილი"-ს თავმჯდომარე.
დღემდე საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს, როგორც ფიზიკური პირი. 
2017-წელს გავლილი აქვს შესაბამისი ტერენინგი და ტესტირება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. 
ყოველწლიურად აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარებულ ტრენინგებში, კრედიტ-საათების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი