დარიკო თორდია


ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით,დარიკო თორდია ასოციაციის რეგიონალურ კომიტეტებთან ურთიერთობის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს 2018 წლის თებერვლიდან. დარიკოს აქვს დიდი გამოცდილება რეგიონებში ადვოკატებს შორის ურთიერთობის სფეროში.

1989-1995 წლებში დარიკო სწავლობდა და დაამთავრა თბილისის ევქშ სამედიცინო ინსტიტუტში. პარალელურად 1993-1998 წლებში სწავლობდა ზდუ უნივერსიტეტში, სპეციალობა-ეკონომისტი, საბანკო ფინანსების მენეჯერის პროფესიით.

1999-2005 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, პროფესია - იურისტი.

2002 წლიდან ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიურო:"ოქროს ხუთეულს"და აქტიურად არის ჩართული ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში,პარალელურად თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციაში,კერძოდ მოსკოვში საქართველოს დიასპორასთან.

2016 წლის 28 ოქტომბრიდან ოფიციალურად ირიცხება უცხო ქვეყნის ადვოკატების რეესტრში,რომლებიც ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,სადაც დარიკო საქართველოს მოქალაქეებს უწევს იურიდიულ დახმარებას,საქართველოს სამართლის საკითხებში.

გარდა მშობლიური ენისა,ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი