დავით მუმლაძე


განათლება
სამართლის ბაკალავრი და მაგისტრი
პროფესიული გამოცდილება
იურიდიული კომპანია  „OK&CG“ ადვოკატი, სასამართლოში საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი    2009-2018 წწ
იურიდიული კომპანია  „OK&CG“ დირექტორი 2018 წლიდან დღემდე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატი (საერთო სპეციალიზაცია) 2010 წლიდან დღემდე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მენტორ ადვოკატთა მოწვეული ტრენერი 2018  წლიდან დღემდე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრი    2018  წლიდან დღემდე
პროფესიული საქმიანობის  ძირითადი მიმართულებები
პროფესიულ საქმიანობას ვახორციელებ სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული,  სააღსრულებო,  საკორპორაციო და საგადასახადო სამართლის მიმართულებით;
საქმიანობის ფარგლებში მიწევს საქმეთა წარმოების სტრატეგიის დაგეგმარება, მტკიცებულებათა, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების მოძიება
საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მათთვის მნიშვნელოვანი  სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი, მოლაპარაკების წარმოების პროცესში ბიზნეს პარტნიორებთან კლიენტის ინტერესების პოზიციონირება.
ვახორციელებ კლიენტის ინტერესების  წარმოდგენას სასამართლოსა  და არბიტრაჟში 
პროფესიული  საქმიანობის პარალელურად ასევე  ვითავსებ კომპანიის მართვისა და ადმინისტრირების ფუნქციებს,   
ყურადღებით ვეკიდები თანამშრომელთა შერჩევას, რადგან  მიმაჩნია, რომ სწორად დაკომპლექტებული კადრებისაგან შექმნილი გუნდი არის კომპანიის წარმატების განმსაზღვრელი;
იურიდიული კომპანია ,,OK&CG” წარმოადგენს ერთერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში დანერგა  კონსულტაციების გაცემა ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული   სამართლის კომიტეტში  საქმიანობის ფარგლებში კომიტეტის წევრებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ვიღებ:
ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით  საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებებში, ადვოკატთა კორპუსის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის, საჭირო მექანიზმების შემუშავების პროცესში;
ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მოქმედი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში;
ადმინისტრაციული საქმისწარმოების კუთხით არსებული პრობლემური სამართლებრივი საკითხების დამუშავება,  ადმინისტრაციული სამართლის რეფორმის საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში;
სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციებთან და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების პროცესში;
ადმინისტრაციული სამართლის სფეროში შემუშავებულ კანონპროექტებთან და მიმდინარე  საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნების, პროექტებისა და რეკომენდაციების მომზადების პროცესში; 
ადმინისტრაციული სამართლის სფეროში არსებული პრობლემატიკისა და  საერთაშორისო პრაქტიკის კვლევაში;        
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
    

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი