გიორგი ჩერქეზია
გიორგი ჩერქეზია არის Black Sea Law Group LLC-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრი და მოქმედი ადვოკატი.
გიორგი პროფესიით იურისტია, ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს, ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
გიორგი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს იურისტი (2019წ.); საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი (2018 წ.); საქართველოს სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის სპეციალისტი (2017წ.); სს „თელასი“-ს იურიდიული დეპარტმენტის სტაჟიორი (2016წ.).
გიორგიმ წარმატებით გაიარა ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამართლის პროგრამა საავტორო უფლებების სამართლის მიმართულებით, Harvard- Copyrightx.
გიორგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია , საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია წევრი.
მშობლიური ენის გარდა, გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.