გიორგი ბეგიაშვილი
განათლება:
1987 წლის სექტემბერი – 1988 წლის ივნისი ასპირანტურა – ლომონოსოვის სახ. მოსკოვის უნივერსიტეტი (მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია).
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობა – სახელმწიფო და სამართლის თეორია.
1982 წლის სექტემბერი – 1987 წლის ივნისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო).სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართლის ბაკალავრი
სამეცნიერო კვლევები:
“აშშ-ს ფედერალური და სსრკ-ს სასამართლოების სისტემების შედარებითი ანალიზი” და “სახელმწიფო ხელისუფლების განაწილების პრინციპები (ისტორიული და სამართლებრივი ანალიზი)”.
სემინარები/კონფერენციები:
2003 წლის მაისი USAID-ის მიერ გამართული სემინარი/ტრენინგი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის შესახებ
2001 წლის აპრილი მომხსენებელი ამერიკის იურისტთა ასოციაციის/ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინიციატივის მიერ გამართულ კონფერენციაზე სამართლის გარდაქმნის-სამართლებრივი ეთიკის და დისციპლინის შესახებ.
1999 წლის სექტემბერი ბარენცის ჯგუფის (USAID) მიერ ორგანიზებული სემინარი ფასიანი ქაღალდების ბაზრების შესახებ (თბილისი, საქართველო)
სამუშაო გამოცდილება:
1995 წლის ოქტომბრიდან
დამსაქმებელი: იურიდიული ფირმა შპს “ბეგიაშვილი და კომპანია” (თბილისი, საქართველო)თანამდებობა: პარტნიორი/დირექტორი
1994 წლის მაისი - 1995 წლის ივლისი დამსაქმებელი: იურიდიული ფირმა “ნაბარო ნათანსონი” (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)თანამდებობა: კონსულტანტი სამართლის საკითხებში
1993 წლის ნოემბერი - 1994 წლის აპრილი დამსაქმებელი: საერთაშორისო სავაჭრო ფირმა “აჯიო” (მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)თანამდებობა: იურიდიული კონსულტანტი
1992 წლის თებერვალი - 1993 წლის ნოემბერი დამსაქმებელი: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის აპარატი (თბილისი, საქართველო)თანამდებობა:სახელმწიფო მრჩეველი
1990 წლის ოქტომბერი - 1992 წლის თებერვალი დამსაქმებელი: საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო (თბილისი, საქართველო)თანამდებობა: იუსტიციისმინისტრის თანაშემწე
1987 წლის ნოემბერი - 1990 წლის ოქტომბერი დამსაქმებელი: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო (თბილისი, საქართველო)თანამდებობა: უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კონსულტანტი
პროფესიული წევრობა:
2014 წელის იანვარი - 2018 წლის დეკემბერი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი (თბილისი, საქართველო)
2009 წლის ოქტომბერი - 2013 წლის ოქტომბერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი
2006 წლის დეკემბრიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (თბილისი, საქართველო)
2004 წლის ივნისი - 2005 წლის დეკემბერი არბიტრი საქართველოდან საერთაშორისო სავაჭრო პალატაში (პარიზი, საფრანგეთი)
2002 წლის ივლისი - 2006 წლის აპრილი საქართველოს ევროპულ პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე (თბილისი, საქართველო).
2001 წლის თებერვალი - 2006 წლის აპრილი საქართველოს ევროპულ პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრი (თბილისი, საქართველო).
1999 წლის მარტიდან საქართველოს ევროპული სავაჭრო პალატის წევრი (თბილისი, საქართველო).
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.