ტრეინინგების კალენდარი
სექტემბერი 2020
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
|
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
14მედიაციის პროცესში ადვოკატის წარმომადგენლობა - თბილისიტრენინგის დეტალებისაქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან (TSU NCADR) თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას მედიაციის პროცესში ადვოკატის წარმომადგენლობის 2-დღიან ტრენინგში მონაწილეობისთვის. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა მომზადებას პროფესიული პრაქტიკის ახალი მიმართულების - სამედიაციო საქმიანობის სფეროში წარმომდგენლობის განსახორციელებლად. მედიაციის ინსტიტუციონალიზაციისა და საამისოდ აუცილებელი საკანონმდებლო პლატფორმის ფორმირების დასრულების შემდგომ, მედიაცია როგორც საქმიანობის ახალი სფერო, ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელთათვის კანონით საამისოდ გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე. ხოლო ადვოკატებს/იურისტებს შეეძლებათ გააფართოონ პროფესიული საქმიანობის ფარგლები არა მხოლოდ სასამართლო, არამედ კერძო მედიაციის ასპარეზზე მედიატორის და ადვოკატ-წარმომადგენლის სტატუსით. სწავლების 2-დღიანი პროგრამა მიზნად ისახავს იურისტისთვის წარმომადგენლის სტატუსით მედიაციის პროცესში მონაწილეობის უნარ-ჩვევების განვითარებას, მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, მედიაციის კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიების, მხარის იურისტ-წარმომადგენლის მედიაციაში მონაწილეობის ნორმატიული და ეთიკური საფუძვლებისა და თავისებურებების, მედიაციის პროცესის ცალკეულ სტადიაზე გამოსაყენებელი პროცედურული მექანიზმების გაცნობას, მედიაციისათვის კლიენტის მომზადების მიზნით კონსულტირების წარმართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებას. მედიაციის ტრენინგის პროგრამა ეფუძნება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ ტრენინგ მოდულს. ტრენინგს წარმართავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, სასამართლო მედიატორი, ადვოკატი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადააწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (აშშ, ჰიუსტორი, ტეხასი) სერტიფიცირებული მედიატორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რესტრის წევრი, თსუ - ის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, სსიპ საქართველოს მედიტორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი - ნათია ჩიტაშვილი. ტრენინგი აკრედიტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციააციის მიერ და მინიჭებული აქვს 10 კრედიტი. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს პირველი 25 ადვოკატი, ვინც ინტერესს გამოხატავს, მსურველებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.
ტრენერები - ირაკლი ყანდაშვილი და ნათია ჩიტაშვილი
ორშაბათი-ოთხშაბათი, 14 და 16 სექტემბერი
თბილისი |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
20 |
21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
27 |
28ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციები(ონლაინ)ტრენინგის დეტალებიტრენინგზე რეგისტრაცია: მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე გთხოვთ გაითვალისწინოთ, ტრენინგი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში webex-ის პროგრამის საშუალებით.
ტრენერი - თამარ დეკანოსიძე
ორშაბათი, 28 სექტემბერი, 12:00 - 16:00 |
29 |
30 |