ირმა გელაშვილი
სამოქალაქო სამართალი
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1980 წლის 9 ივნისს ქ. თბილისში;
განათლება:
1997 წელს დაამთავრა თბილისის 57-ე საჯარო სკოლა;
1997-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2006 წელს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა;
2006 - 2012 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;
2012 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე;
არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი;
სამუშაო გამოცდილება:
2002-2003 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი;
2002-2003 წლებში იყო იურიდიული ფირმა ,,თემიდა 2002”-ის იურისტი;
2003-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
2006 -2008 წლებში იყო შპს ,,ჰიდროსერვისი”-ს იურისტი ;
2006-2009 წლებში იყო შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” იურიდიული დეპარტამენტში იურისტი;
2005-2012 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით;
2012 წლის ივნისიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2013-2015 წლებში იყო საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელ საზოგადოებაში, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტ ,,პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი“-ს იურისტი;
2013 -2016 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი;
2014-2017 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
2015-2016 წლებში იყო შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ადმინისტრაციის უფროსი;
2016 წელს იყო შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადმინისტრაციის უფროსი;
2017 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;
2018 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.
2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.
2018 წლის მარტიდან არჩეულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრად.