გაცნობებთ, რომ 2024 წელს მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია არ გამოცხადდება!
გაცნობებთ, რომ მოსამზადებელი კურსის საფასური, სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციით 900 ლარს. გაცნობებთ, რომ კურსი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით. მოსამზადებელ კურსთან დაკავშირებული დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.
მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- საფასურის გადახდის ქვითარი.
საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "მოსამზადებელი კურსის საფასური":
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ანგარიში ნომერი: GE59BS0000000000134028
მოსამზადებელ კურსთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ გავრცელებულია სხვადასხვა ელექტრონული პროგრამები ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებლად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პროგრამები არ არის მხარდაჭერილი ადვოკატთა ასოციაციის მიერ და შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია არ იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე.