უნივერსიტეტი ევროპული, ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სასწავლო ინფრასტრუქტურით

4 ოქტომბერი 2020 - 6 მარტი 2021

გია კავთელიშვილი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი

 

დღეისათვის, კონკურენცია უმაღლესი განათლების სფეროში საკმაოდ მაღალია, თუმცა, არსებობენ უნივერსიტეტები, რომლებიც გამოკვეთილი უპირატესობებით გამოირჩევიან. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. უნივერსიტეტის შესახებ დეტალურად, SEU- რექტორი, ბატონი გია კავთელიშვილი მოგვიყვება.

-ბატონო გია, გაგვაცანით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU

-SEU-მ, 20-წლიანი ისტორიის მანძილზე შეძლო ჩამოყალიბებულიყო საქართველოში ყველაზე დიდ კერძო უნივერსიტეტად, სადაც მრავალი სტუდენტი იღებს განათლებას. უნივერსიტეტი გამოირჩევა ევროპული ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სასწავლო ინფრასტრუქტურით,  შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებით, კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებით, სტუდენტთა წარმატებასა და კარიერულ წინსვლაზე მიმართული ღონისძიებებით და  მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებით, რაც, ერთობლიობაში, საუკეთესო პირობებს ქმნის ხარისხიანი განათლების მისაღებად.  

SEU სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს ბიზნესის, ტურიზმის, ფინანსების, სამართლის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის, განათლების ადმინისტრირების, სოციალური ფსიქოლოგიის, საბანკო საქმის, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ასევე, მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას.

SEU-ს სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და ისწავლონ ევროპის მასშტაბით სხვადასხვა საუკეთესო უნივერსიტეტში.

SEU კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლით ტოპ 5 უნივერსიტეტს შორისაა, რასაც ხელს უწყობს როგორც უმაღლესი აკადემიური სტანდარტები, ისე სტუდენტთა კარიერული წინსვლისათვის მიმართული ღონისძიებები. SEU თავისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად მართავს მასშტაბურ დასაქმების ფორუმებს. ასეთ ფორუმებში, როგორც წესი, 150-ზე მეტი კომპანიაა ჩართული.  სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა წინსვლასა და  წარმატებას ასევე უზრუნველყოფს  SEU-ს პარტნიორი კომპანიების, სტუდენტებისთვის სასურველი ცნობილი ადამიანების და უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული საინტერესო შეხვედრები, ვორქშოპები, მასტერკლასები და საჯარო ლექციები.

SEU ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რასაც ადასტურებს ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მაჩვენებელი და SEU-ში მობილობით გადმომსვლელთა რაოდენობა. ბოლო 4 წლის მონაცემებით, SEU-ში მობილობით 4719 სტუდენტი გადმოვიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოში. 

SEU-ს დევიზია „გაუსწარი დროს!“, ამიტომ, ჩვენი საქმიანობა დინამიურ, ინოვაციურ და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული, რაც საუკეთესოდ პასუხობს გლობალურ გამოწვევებს და საზოგადოების მოთხოვნებს.

-ჩვენი ჟურნალის მკითხველისათვის, ალბათ, განსაკუთრებით საინტერესოა, სამართლის მიმართულებით რას სთავაზობს SEU თავის სტუდენტებს

-SEU-ში სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები შეიქმნა სამართლის სწავლების  საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, ამასთან, მუდმივად ვითარდება სოციალური გამოწვევებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ფაკულტეტზე მოღვაწეობენ დარგის წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები და იურიდიული პროფესიის თვალსაჩინო წარმომადგენლები-მოსამართლეები, პროკურორები, ნოტარიუსები, ადვოკატები, დარგის ექსპერტები.

აკადემიური პერსონალი აქტიურადაა ჩართული კანონშემოქმედებით და საექსპერტო საქმიანობაშიმათ უმრავლესობას განათლება მიღებული აქვს საუკეთესო უცხოურ უნივერსიტეტებში. ჩვენი ლექტორები არიან პარიზის, ლეიდენის, პოტსდამის, ბერლინის, მაასტრიხტის, როტერდამის, ტალინის, ტარტუს, ქვინ მერის, ნოტინჰემის, მიუნჰენის, ბონის, იენის, ზაარლანდის, კიოლნის, შპაიერის უნივერსიტეტების მაგისტრები და დოქტორები.

SEU-ში ფუნქციონირებს უფასო იურიდიული დახმარების ოფისი, რომლის მუშაობაშიც ჩართულნი არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების, კლიენტების კონსულტირებისა და მათ წარმომადგენლობით პროცესში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც აძლევს ჩვენს სტუდენტებს შანსს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კომისიაში  არსებული კლინიკის საშუალებით ღრმად შეისწავლონ შესაბამისი პრაქტიკული საკითხები.

SEU-ს ულტრათანამედროვე იმიტირებულ სასამართლო დარბაზში მუდმივად ტარდება   კონფერენციები, სემინარები, იმიტირებული პროცესები და საჯარო ლექციები, მათ შორის, იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობენ  SEU-ს სამართლის  პროგრამის მაგისტრანტები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ SEU-ს სივრცეში ტარდება საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ორგანიზებული  გამოცდები, ტესტირებები, ტრენინგები, საერთო კრება, არჩევნებიც კი და სხვადასხვა აქტივობები.

სასწავლო პროგრამებისა და სხვა აქტივობების უკეთ დაგეგმვის მიზნით, სამართლის პროგრამის უფროსკურსელი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ტუტორიუმსა და საკონსულტაციო პროცესებში. სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, სავალდებულო სასწავლო კომპონენტის ფარგლებში,  ტრენინგებს უტარებენ სკოლის მოსწავლეებს სამართლის საფუძვლებში. პროექტში ჩართული არიან როგორც თბილისის, ასევე, რეგიონის - ბათუმის, თელავის,  ლანჩხუთის, ხონისა და ქუთაისის სკოლები.

SEU მაქსიმალურად უჭერს მხარს წარმატებული სტუდენტების ჩართულობას სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში, ეხმარება მათ დასაქმებაში. ყოველწლიურად სტუდენტთა ინტერესების მიხედვით იმართება საჯარო ლექციები , საზაფხულო სკოლები.

-COVID-19-მა თითოეული ადამიანი და დაწესებულება არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. რა შეცვალა პანდემიამ SEU-ში და როგორ აუწყო ფეხი უნივერსიტეტმა მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს?

-დამეთანხმებით, არავის შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ის სიტუაცია, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია. სირთულეებიწინაშე აღმოჩნდა ყველა სფერო, მათ შორის განათლების სექტორი. თუმცა, ვფიქრობ, SEU- წარმატებით გაართვა თავი პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს.

პირველ რიგში, SEU-მ დაიწყო დისტანციური სწავლების დანერგვა, რისთვისაც შეიძინა ლიცენზირებული ZOOM FOR EDUCATION-ის ულიმიტო პრემიუმ პაკეტი. ყველა ლექცია და სემინარი ჩაიწერა და აიტვირთა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ პორტალზე, რათა სტუდენტმა ნებისმიერ დროს და ადგილას შეძლოს სასწავლო მასალის გაცნობა. ამასთან, დავინახეთ საჭიროება და  200-ზე მეტი კომპიუტერი გადავეცით და ინტერნეტ-პაკეტები შევუძინეთ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყველა სტუდენტს გაუნულდა ფინანსური დავალიანება 1 მარტის მდგომარეობით და 50 დღით გადაუვადდა მიმდინარე სემესტრის სწავლის გადასახადი, ხოლო მოგვიანებით, კვლავ გადავადდა სექტემბრამდე.

დისტანციური სწავლების ხარვეზების თავიდან ასარიდებლად, გადავამზადეთ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, განვაახლეთ ელექტრონული ბაზები, სრულიად ციფრული გავხადეთ ბიბლიოთეკაში არსებული, პროგრამების სილაბუსებით გათვალისწინებული ლიტერატურა.

SEU-მ, პანდემიის პერიოდში, პირველად საქართველოში, მსოფლიოს 8 ქვეყნის 17 უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია - ,,თანამედროვე გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში COVID-19-ის კრიზისისა და გამოწვევის ფონზე", ასევე, განხორციელდა არაერთი ონლაინ ჩართვა, ტრენინგი და პანელ-დისკუსია მედიცინის, ფსიქოლოგიის და სხვა დარგის უცხოელი  სპეციალისტების ჩართულობით.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მოგვიწევს ვიცხოვროთ ახალ გარემოში, ამიტომ, კოლეგებთან ერთად ვსაუბრობთ და ვფიქრობთ საკითხებზე, როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად დაგროვილი გამოცდილება და მეტი ყურადღება დავუთმოთ დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარებას, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

-და ბოლოს, რა განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობთ SEU 2020 წლის აბიტურიენტებს?

-წელს, აბიტურიენტებისთვის, რომლებიც SEU-ელები გახდებიან,  უპრეცედენტო საჩუქრები გვაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, SEU- დაინახა ის გამოწვევები, რაც დისტანციური სწავლებისას გამოიკვეთა. სტუდენტთა ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი კომპიუტერული ტექნიკით, ასევე, მათ აუცილებლად სჭირდებათ ფინანსური დახმარება.

სწორედ ამიტომ, SEU-ში 2020 წელს ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც SEU პირველ ნომრად ჰქონდათ არჩეული და მოიპოვებენ 50, 70 ან 100%-იან სახელმწიფო სასწავლო გრანტს - საჩუქრად მიიღებენ 2020 წლის მოდელ Notebook ,,Lenovo ThinkBook“ 15-ს ან ThinkBook 14-ს ან 1500 ლარიან სასწავლო ვაუჩერს. თუმცა, საჩუქრის გარეშე არც ის სტუდენტები დარჩებიან, რომლებსაც SEU პირველ ნომრად ჰქონდათ არჩეული, მაგრამ გრანტი ვერ მოიპოვეს,  ისინი, სურვილისამებრ, 2020 წლის მოდელს - ,,Lenovo“ V15-ს ან 1000 ლარიან სასწავლო ვაუჩერს მიიღებენ.

თუმცა, საჩუქრების გარდა, ასევე გათვალისწინებულია ყოველწლიური 740 ლარიანი „SEU გრანტი“,  ყოველთვიური სტიპენდიები და სხვადასხვა ფინანსური შეღავათები.

წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს და ველოდებით SEU, რათა ერთად #გავუსწროთდროს !

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი