ადაპტაციის პროგრამის ტრენერების სამუშაო შეხვედრა
17 თებერვალი 2019
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარეობს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის ტრენერების სამუშაო შეხვედრა ტრენინგების ეფექტურად ჩატარების მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით.
პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება.