Pro-Bono პროექტის პრეზენტაცია

8 ოქტომბერი 2020

8 ოქტომბერს „სასტუმრო მერიოტში“ გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი Pro-Bono პროექტის პრეზენტაცია, რომელიც შეეხება მარტოხელა მშობლის სტატუსი მქონე პირთა უფასო იურიდიულ დახმარებას.

შეხვედრა გახსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ნატალია ვუტოვამ, ასევე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩმა, ჰელენ სანდ ანდრესენმა.

შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა განიხილეს ადვოკატთა ასოციაციის Pro-Bono უფასო იურიდიული დახმარების მიმართულება, როგორც ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტული სფერო. საუბარი შეეხო არსებულ საკანონმდებლო და პროცედურულ ბარიერებს, მათ შორის იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას მარტოხელა მშობელი საქართველოში. 

Pro-Bono პროექტი არის 6 თვიანი და გაგრძელდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი