19 ოქტომბრიდან, ადვოკატთა ასოციაციის ყველა ოფისი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
გამომდინარე იქიდან, რომ ადვოკატთა ასოციაციის ოფისებს ყოველდღიურად მრავალი ადვოკატი, მოქალაქე თუ სხვა დაინტერესებული პირი აკითხავს, COVID-19 ვირუსის შემთხვევათა მკვეთრი მატების ფონზე, თანამშრომელთა, წევრთა და სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ასოციაციის აპარატი მუშაობას დისტანციური ფორმით განახორციელებს. სპეციალურად დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ასოციაცია უზრუნველყოფს, რომ მუშაობის დისტანციური ფორმის მიუხედავად, ყველა სერვისი შეუფერხებლად განხორციელდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ისარგბელოთ ასოციაციასთან კომუნიკაციის და სერვისების მიღების შემდეგი წესებით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (კომუნიკაციის განხორცილებისას აუცილებლად ისარგებლეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ იმ მიმართულების შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციით, რომლის შესახებაც გსურთ ჩვენთან დაკავშირება):
1. ნებისმიერი განცხადება, წერილი თუ მომართვა (მათ შორის, საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი თუ სხვა ტიპის ცნობების გამოთხოვის შესახებ) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gba.ge
განცხადების ან წერილის მატერიალური ფორმით ოფისის მისამართზე მიტანის შემთხვევაში, აღნიშნული კორესპონდენცია მოათავსეთ ოფისის შესასვლელთან განთავსებულ სპეციალურ საფოსტო ყუთში.
გამზადებულ პასუხს ანდა დოკუმენტაციას მიიღებთ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. გამზადებული პასუხის ანდა დოკუმენტის მატერიალური ფორმით მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე მიუთითეთ განცხადებაში და შესაბამის დოკუმენტაციას მიიღებთ ფოსტის საშუალებით (მისამართი მიუთითეთ განცხადებაში).
2. საწევრო გადასახადთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტა: m.gamdlishvili@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 557-54-99-73.
3. ეთიკის კომისიის აპარატთან კონსულტაციის გავლის მიზნით, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ethics@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 032-298-78-78 (აკრიფეთ 4).
4. ეთიკის კომისიაში საჩივრის შემოტანისთვის ისარგებლეთ:
(ა) ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებული საჩივრის ელექტრონული ფორმით (https://bit.ly/39zrGEx) ან
(ბ) საჩივარი გამოაგზავნეთ დასკანერებული სახით შემდეგი ელ-ფოსტით: ethics@gba.ge ან
(გ) საჩივრის მატერიალური ფორმით ოფისის მისამართზე მიტანის შემთხვევაში, აღნიშნული კორესპონდენცია მოათავსეთ ოფისის შესასვლელთან განთავსებულ სპეციალურ საფოსტო ყუთში.
5. ეთიკის საკითხებზე რეკომენდაციის მიღების მიზნით ადვოკატებმა ისარგებლეთ შემდეგი ელ-ფოსტით: opinion@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 511-16-94-05.
6. ადვოკატთა დაგეგმილი ტრენინგების შესახებ:
(ა) ბავშვთა უფლებების (სამოქალაქო) ტრენინგებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 577-69-46-71.
(ბ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლი) ტრენინგებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 511-16-90-84.
(გ) სხვა საკითხებთან დაკავშირებით ისარგებლეთ ელ-ფოსტით: info@gba.ge
7. პროფესიული ადაპტაციის პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ელ-ფოსტით: r.tsintsadze@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 557-54-99-73.
8. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ელ-ფოსტით: e.sisvadze@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 593-38-45-83.
9. ასოციაციის რეგიონული ოფისების სერვისებით სარგებლობისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:
(ა) თელავი: 593-35-39-18
(ბ) ქუთაისი: 598-99-18-81
(გ) ზუგდიდი: 592-95-10-03
(დ) ბათუმი: 599-12-28-87
10. ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დასაკავშირებლად ისარგებლეთ ასოციაციის ოფიციალური Facebook გვერდით ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: pr@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 599-88-72-77.
11. ასოციაციის კომიტეტის სხდომები მუშაობას აგრძელებს ონლაინ რეჟიმში. შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი ელ-ფოსტით: t.devdariani@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 599-19-33-44.
ზემოთ ჩამოთვლილი გზებით ასოციაციასთან კომუნიკაციისას შექმნილი რაიმე დაბრკოლების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს: 032-298-78-78 (აკრიფეთ შიდა ნომერი 2 ანდა 3).
ერთად მოვუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას !