შეხვედრა USAID-ის მისიის დირექტორთან

13 თებერვალი 2019

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სასამართლო სისტემის ირვლივ განვითარებული პროცესები და ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრების მიერ მიღებული საგანგებო რეზოლუცია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადვოკატთა ასოციაციის რეზოლუციის პოზიტიურ როლს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების დაძლევის პროცესში.  

საუბარი ასევე შეეხო ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის ნიშნებს, რომელიც ნათლად იკვეთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული  წევრების საჯარო განცხადებებში. 

USAID-ის მისიის დირექტორმა მხარდაჭერა გამოუცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ხაზი გაუსვა ასოციაციის მნიშვნელოვან როლს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამომავლო აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი