ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდ

23 ოქტომბერი 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ოფიციალური ღონისძიება უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეზე ჩატარდა. 

ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. დავით ასათიანმა ადვოკატის პროფესიის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ რა როლი აქვს ადვოკატის პროფესიას, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.  

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, კოტე გელაშვილმა სტუდენტებს ადვოკატის ეთიკის სტანდარტებისა და ეთიკის კომისიის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ადვოკატთა ასოციაციასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მომავალში სხვადასხვა სახის ერთობლივი ღონისძიება ჩატარდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი