28-29 დეკემბერს, ფუტზალში ადვოკატთა ასოციაციის ზამთრის ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდა ხუთი გუნდი: Breaking Bad, JMG, Forza, Pentacampeon, Legal, ხოლო ზამთრის თასის მოსაპოვებლად ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ JMG და Pentacampeon.
ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გუნდმა Pentacampeon, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა მდივანი დასახელდა.
გამარჯვებულს გადაეცა გარდამავალი თასი, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და მედლებით.