ტრენინგი გარემოს დაცვითი სამართლის კომიტეტის წევრებისთვის

25 ნოემბერი 2026

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გარემოს დაცვითი სამართლის კომიტეტის წევრებისთვის ბორჯომში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვითი სამართალი“.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევები, სამმაგი პლანეტარული კრიზისი, გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი პრინციპები და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებზე. 

აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი სამართლის მიმართულებით ადვოკატთა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ხელშეწყობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი