USAID ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებათა აღსრულება.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოების პროცედურები მიმოიხილეს და ისეთ თემებზე იმსჯელეს, როგორებიცაა:
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საზედამხედველო დიდტემა;
• ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების მიმოხილვა/აღსრულებლობის სამართლებრივი შედეგები;
• გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების საზედამხედველო სისტემა;
• აღსრულების მდგომარეობა ქართულ საქმეებზე და სხვ.
ტრენინგს ექსპერტი- ლევან მესხორაძე უძღვებოდა.