საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

25 იანვარი 2024

2024 წლის 25 იანვარს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი საქართველოში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დაგეგმილია აქტივობები, განგრძობადი იურიდიული განათლების მიმართულებით, ასევე, გაიმართება ბენჩ-ბარები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება ასოციაციისთვის პრო-ბონო სისტემის კონცეფცია და მოხდება ეთიკის კომისიის გაძლიერება.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა. ღონისძიებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სასამართლოს, პროკურატურის, იურიდიული პროფესიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 2022-2023 წლებში განხორციელებულ პროექტზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც მოხდა ასოციაციის თემატური კომიტეტების ორგანიზაციული და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება. ჩატარდა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) შეხვედრები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე, მოიცავდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ადმინისტრირების კუთხით ასოციაციის შესაძლებლობების განვითარებას. მათ შორის შემუშავდა ანალიტიკური დოკუმენტი სასამართლოში საქმეთა ნაკადების მართვასთან დაკავშირებით და ასევე ასოციაციის მიერ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმი. 

აღნიშნული პროექტები ქვეყანაში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას გულისხმობს და ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ემსახურება. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი