მნიშვნელოვანი ნაბიჯები სექსუალური შევიწროვების პრევენციის მიმართულებით

22 იანვარი 2021

ადვოკატთა ასოციაციამ, USAID/PROLoG-ის აქტიური მხარდაჭერით, მათ შორის ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სექსუალური შევიწროვების პრევენციის მიმართულებით.

კერძოდ, შემუშავებულ იქნა საადვოკატო საქმიანობის თავისებურებებზე მორგებული ტრენინგ-მოდული სახელწოდებით - „მართლმსაჯულების გაძლიერება თანასწორობის გზით, სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა“, რომელიც აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის: დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე; სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე; სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში; თანასწორობის მექანიზმები; ადვოკატის როლი: ეთიკა და სექსუალური შევიწროება; საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვა.

აღნიშნული მოდულის შესაბამისად, ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი. 2021 წლის განმავლობაში კი, ამ მოდულის ფარგლებში ტრენინგები უკვე ადვოკატებისთვის ჩატარდება. აღნიშნულ ტრენინგებში ასოციაციის თითოეული წევრის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამასთან, შემუშავებულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატის „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეგულირების მექანიზმი,“ რომელიც ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დებულების სახით დაამტკიცა. აღნიშნული დებულება ასოციაციის აპარატში, ნებისმიერი სახის შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს არსებობას უზრუნველყოფს.

საკითხის მნიშველობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, ასოციაცია საადვოკატო ბიუროებს მოუწოდებს, შესაძლებლობის ფარგლებში,  მსგავსი მექანიზმი შეიმუშაონ და მათ სამუშაო ადგილებში დანერგონ.  ადვოკატთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, ამ პროცესში მსურველ ადვოკატებსა და საადვოკატო ბიუროებს საექსპერტო მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

ერთად გავაძლიეროთ პროფესია!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი