სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებზე ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა

28 ოქტომბერი 2026

განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „კომუნიკაციების მომზადება მინისტრთა კომიტეტის წესების მე-9 წესის შესაბამისად“.

ტრენინგის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ქეთევან უტიაშვილმა და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა ლევან მესხორაძემ. 

ტრენინგი მოიცავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და მინისტრთა კომიტეტის წესების მე-9 წესის პრაქტიკულ საკითხებს. მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის შემუშავებულ ინსტრუმენტს, კომუნიკაციების მომზადების ხუთეტაპიან მეთოდს, საქმის მასალებისა და მტკიცებულებების შესწავლის, დოკუმენტების მომზადებისა და წარდგენის პროცედურებს. 

პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში განიხილეს კონკრეტული საქმეები, შეაფასეს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, არსებული პროგრესი და გადასაჭრელი საკითხები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი