11-12 თებერვალს, წინანდალში იმართება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან ესწრებიან ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე - მარი ნიქაბაძე და ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე - სესილი ქადარია.
ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტი, ასევე ადმინისტრაციული სამართლის და სამოქალაქო სამართლის კომიტეტები ჩართულნი არიან პარლამენტის მიერ მომზადებული მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონპროექტზე მოსაზრებების შემუშავებაში.