საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

7 მარტი 2020 - 8 მარტი 2020

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა მომიჯნავე სამართლებრივ აქტებში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვის მიზნით, ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრები, ასევე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის აპარატისა და პარტიონირი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

განხილული საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ადვოკატის პროფესიასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ადვოკატის სტაჟიორის საპროცესო უფლებამოსილებები, სასამართლგანხილული საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ადვოკატის პროფესიასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ადვოკატის სტაჟიორის საპროცესო უფლებამოსილებები, სასამართლო ხარჯების განაწილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, უკანონო საადვოკატო საქმიანობის აკრძალვა, ფიზიკური პირის მიერ საადვოკატო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის საშეღავათო დაბეგვრა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება ადვოკატის საქმიანობაზე, შეღავათი სახელმწიფო ბაჟში ადვოკატის ჰონორართან დაკავშირებულ დავებზე, და სხვა. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი