საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გაიმართა

14 ივლისი 2021

ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული  სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნების პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევები და ხარვეზები განიხილეს, განისაზღვრა სამომავლოდ განსახორციელებელი აქტიოვბები, მათ შორის - საარჩევნო პროცესის უფრო მაღალი სანდოობით, გამჭვირვალობით და გამართულად წარმართვის მიზნით საარჩევნო პროცესში სპეციალური საარჩევნო ელექტრონული პორტალისა და ხმის დამთველი ოპტიკური სკანერების სისტემის ინტეგრირების საკითხები, რომელზეც ადვოკატთა ასოციაციას, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უკვე დაწყებული აქვს მუშაობა.

მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფი შეაჯამებს აღნიშნულ სისტემაზე მუშაობას, დაიწყება აქტიური შეხვედრები ასოციაციის წევრებთან საქართველოს მასშტაბით ახალი საარჩევნო სისტემის გაცნობისა და მსჯელობის მიზნით. 

სამუშაო ჯგუფი შედგება ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, ისევე, როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან CCBE-დან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი