27 იანვრიდან პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტაცია დაიწყო. პროგრამის დებულების თანახმად, ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად. რეგისტრაცია გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე.
პროფესიული ადაპტაციის პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
რეგისტრაციამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებას.
„ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე10 მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას.
ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება.
პროფესიული ადაპტაციის პროგრამა ხორციელდება ყოველწიურად ორ ნაკადად: პირველი ნაკადი იწყება თებერვალში (საგაზაფხულო ნაკადი), ხოლო მეორე ნაკადი - სექტემბერში (საშემოდგომო ნაკადი). იმ პირებს ვინც ვერ მოახერხებენ რეგისტრაციის გავლას საგაზაფხულო ნაკადისათვის, შესაძლებლობა მიეცემათ პროფესიული ადაპტაციის პროგრამა გაიარონ მომდევნო ნაკადების ფარგლებში.
ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია საგაზაფხულო ნაკადისთვის.
გისურვებთ წარმატებას!