2019 წლის 22 იანვრიდან პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის დაიწყო რეგისტაცია, რომელიც 2019 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების თანახმად, ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად.
პროფესიული ადაპტაციის პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, იხილოთ ბმული. რეგისტრაციამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებას.
„ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება.
პროფესიული ადაპტაციის პროგრამა ხორციელდება ყოველწიურად ორ ნაკადად: პირველი ნაკადი იწყება თებერვალში (საგაზაფხულო ნაკადი), ხოლო მეორე ნაკადი - სექტემბერში (საშემოდგომო ნაკადი). იმ პირებს ვინც ვერ მოახერხებენ რეგისტრაციის გავლას საგაზაფხულო ნაკადისათვის, შესაძლებლობა მიეცემათ პროფესიული ადაპტაციის პროგრამა გაიარონ მომდევნო ნაკადების ფარგლებში.
ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე არიან ანდა იყვნენ ასოციაციის წევრები. ამასთან, ადაპტაციის პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მიმართეს ასოციაციას გაწევრიანების თაობაზე ანდა დარეგისტრირდნენ ადვოკატის სტაჟიორად კანონით დადგენილი წესით.
ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია საგაზაფხულო ნაკადისთვის.
გისურვებთ წარმატებას!