ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
წლევანდელი კონფერენციის თემაა: სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები.
კონფერენციაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა ასოციაციის მოქმედ წევრებს შეუძლიათ.
რადგან კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, იხილოთ და შეავსოთ ბმული.