16 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება დისტანციური (Zoom) შეხვედრა ნიუ იორკის შტატის სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილესთან - ანდრიუ ჰორსფალთან, რომელიც ჩვენს წევრებს დეტალურად გააცნობს იმ პროცედურებსა და სტანდარტებს, რაც დადგენილია ნიუ იორკის შტატში საადვოკატო გამოცდის ჩაბარებისა და საადვოკატო პრაქტიკის ლიცენზიის მიღებისთვის.
დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ანდრიუ ჰორსფალს დაუსვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული.
ადვოკატთა ასოციაცია რეგისტრირებულ პირებს გაუზიარებს შეხვედრაში მონაწილეობის ბმულს სარეგისტრაციო ფორმაში დაფიქსირებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
შეხვედრა წარიმართება მხოლოდ ინგლისურ ენაზე.