მნიშვნელოვანი განცხადება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ადვოკატის შეუფერხებლად გადაადგილების თაობაზე

31 მარტი 2020

ძვირფასო ადვოკატებო, 


საქართველოს მთავრობის N204 დადგენილების მე-9 პუნქტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. 
ამავე დადგენილების მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ იმ პირებზე/მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით განისაზღვრა პროფესიული საქმიანობის შესრულების მიზნით ადვოკატის შეუფერხებლად გადაადგილების წესი. კერძოდ, თუკი საგანგებო მდგომარეობის ვადით 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა წესით პირის დაკავების შემთხვევაში, დაკავებული პირი საჭიროებს ადვოკატის დახმარებას (მომსახურებას), დაუბრკოლებლად გადაასგილებლად ადვოკატმა შესაბამისი მოთხოვნა, ქვემოთ აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, უნდა გამოაგზავნოს ადვოკატთა ასოციაციის შემდეგ ელ-ფოსტაზე: sashvi@gba.ge    აღნიშნულის თაობაზე მთავრობის ოპერაციული შტაბის ინფორმირებას ადვოკატთა ასოციაციის აპარატი მაშინვე მოახდენს. 

ელ-ფოსტაში გადაადგილების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:

ა) ადვოკატის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; 
ბ) ადვოკატის პირადი ნომერი;
გ) მობილური ტელეფონის ნომერი;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 
ე) ელ-ფოსტას თან დაურთეთ ორდერი, კონკრეტული დაკავებულის საქმეზე პროფესიული მოვალეობის განხორცილების თაობაზე.


შეუფერხებლად გადაადილების შესახებ დასტურს ადვოკატთა ასოციაცის აპარატისგან  უმოკლეს დროში მიიღებთ ელ-ფოსტაზე.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი