მენტორ ადვოკატთა შერჩევა

29 იანვარი 2019

დაინტერესებულ წევრებს გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მენტორ ადვოკატთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი.

“ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 2019 წლის 01 იანრიდან, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც შედგება სამ თვიანი თეორიული ნაწილისა და სტაჟირების ხელმძღვანელ (მენტორ) ადვოკატთან ცხრა თვიანი სტაჟირებისგან.

"პროფესიული ადაპტაციის პროგრამის" დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, მენტორი ადვოკატი არის ასოციაციის მოქმედი წევრი, რომელიც აკმაყოფილებს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის და ზემოხსენებული დებულების მოთხოვნებს და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეტანილია მენტორ ადვოკატთა სიაში. 

მენტორ ადვოკატთა სიაში მოსახვედრად, ადვოკატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

►ადვოკატად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;

►სამუშაო ადგილის ბიუროს/ოფისის არსებობა;

►მენტორი არ უნდა იყოს სახდელდადებული ეთიკის კომისიის მიერ (არ ვრცელდება გაქარწყლებულ სახდელებზე).

კანონისა და დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, ცხრა თვიანი სტაჟირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს იმ ადვოკატების განაცხადების მიღებას, ვისაც სურს მენტორ ადვოკატთა სიაში შესვლა. აღნიშნულ სიაში შესული ადვოკატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს მენტორთა უნარ-ჩვევებში და 2019 წლიდან შეძლებენ სტაჟიორთა აყვანას „ადვოკატთა შესახებ“ კანონის ახალი მოთხოვნების შესაბამისად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 20 თებერვალი 18:00 სთ. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი