მართლმსაჯულების საკორდინაციო საბჭოს შეხვედრა ბავშვთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

10 ოქტომბერი 2021

მართლმსაჯულების საკორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) რიგით მე-4 შეხვედრა გაიმართა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ - თამარ ალანიამ გახსნეს.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს სამოქალაქო სამართლის თემატური სესიის ფარგლებში, ადვოკატებმა და მოსამართლეებმა ბავშვთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  იურიდიული დახმარების სამსახურის და  სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.

Bench-Bar – ის მონაწილეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც ერთგვაროვანი პრაქტიკის და შეჯერებული პოზიციების ჩამოყალიბება აუცილებელია ბავშვთა კოდექსის ეფექტიანი განხორციელებისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის. აღნიშნულ საკითხებზე სამჯელოდ ადვოკატებთან გაფართოებული შეხვედრების გამართვა იგეგმება როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი