კურსი თემაზე - რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები

8 ოქტომბერი 2020

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ჩაატარებს სიღრმისეულ (7 დღიან) კურსს თემაზე - რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები. 

მიმდინარე წელს, კურსი ჩატარდება 2 ჯგუფისთვის. არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, თითო ჯგუფი დაკომპლექტდება 10 ადვოკატით.  

მონაწილეები შეირჩევიან (ა) აღნიშნულ სფეროში მათი პრაქტიკული გამოცდილების (შეფასდება პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად) და (ბ) პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ: 

  • კურსის პირველ ჯგუფში რეგისტრაცია გამოცხადდება 2020 წლის 9 ოქტომბრის 12:00 საათიდან ასოციაციის ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის საშუალებით.
  • კურსის მეორე ჯგუფში რეგისტრაცია გამოცხადდება 2020 წლის 26 ოქტომბრის 12:00 საათიდან ასოციაციის ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას! 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი