15 ნოემბერს, კახეთში, ახაშენის ღვინის კურორტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაციის წევრებისთვის გაიმართა კონფერენცია თემაზე - ღვინისა და ვაზის სამართალი.
კონფერენციას უძღვებოდნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა; ღვინის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი სალომე ქურდაძე; ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ნიკოლოზ გოგილიძე; შემოსავლების სამსახურის სასამართლო დავების სამმართველოს უფროსი მერაბ წირქვაძე.
კონფერენცია გაიმართა განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში.