ირაკლი ყანდაშვილმა წარჩინებულ სტუდეტებს ტრადიციულად, სტიპენდია გადასცა

17 მარტი 2026

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტი პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა. დეა კუსრაშვილსა და თინათინ მჭედლიშვილს სტიპენდია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პირადად გადასცა.

პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობის სტიპენდია 2023 წლიდან დაწესდა და მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის ნიჭიერი და მაღალი აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტების მხარდაჭერასა და წახალისებას. 

სტიპენდია ტრადიციულად, ყოველ სემესტრში გაიცემა და იმ სტუდენტებს ენიჭებათ, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით, აქტიური სტუდენტური ჩართულობითა და პროფესიული განვითარებისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევიან.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი