საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მონაწილეობდა საერთაშორისო ონლაინ ღონისძიებაში, რომელიც მედიაციის პროცესში კლიენტთა ინტერესების ეფექტიან წარმომადგენლობას მიეძღვნა. ირაკლი ყანდაშვილი ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერის სტატუსით წარდგა.
ონლაინ შეხვედრაზე, სახელწოდებით „მედიაციის ადვოკატირება: კლიენტების წარმომადგენლობის ხელოვნება მედიაციაში“, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედიაციაში განსხვავებული უნარების საჭიროება, ადვოკატის როლი და პოზიციონირება მედიაციის პროცესში, ინტერესთა ბალანსის დაცვა და სხვა.
საერთაშორისო ვებინარს ესწრებოდნენ ადვოკატები, მედიატორები და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში მომუშავე იურისტები.
ონისძიება უკრაინული პლატფორმის - en.mediation.ua-ს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მედიაციის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.




