ირაკლი ყანდაშვილმა აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად პირველი სხდომა გამართა

26 დეკემბერი 2025

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, ირაკლი ყანდაშვილთან ერთად პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. 

აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი ყანდაშვილმა ახლადარჩეულ საბჭოს წევრებს საბჭოში არჩევა მიულოცა და ასოციაციის გაძლიერების გზაზე წარმატება უსურვა. 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობა 14 დეკემბერს საერთო კრებაზე აირჩიეს, ხოლო 21 დეკემბერს ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა. 

ახლადარჩეული თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრები ასოციაციის საქმიანობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი