ეთიკის კომისიის წევრებმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

20 ნოემბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. 

შეხვედრა ეთიკის კომისიის აპარატის ინიციატივით, სტუდენტებში ადვოკატის პროფესიისა და პროფესიული ეთიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ნოზაძე და კომისიის წევრები: ინგა ბერიძე, იმედა ბერიშვილი და ცისმარი ონიანი უძღვებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად განეხილათ პროფესიული ეთიკის საკითხები, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებთან მიზნად ისახავს მომავალი იურისტების პროფესიული ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატის პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებების გაცნობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი