ევროსაბჭოს ახალი რეგიონული პროექტის პრეზენტაცია და მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა

10 დეკემბერი 2019 - 11 დეკემბერი 2019

10-11 დეკემბერს, ერევანში, ევროსაბჭოს ახალი რეგიონული პროექტის  - „იურიდიული პროფესიის გაძლიერება ევროპული სტანდარტების შესაბამისად“ პრეზენტაცია და მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. 

პროექტის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 

ევროსაბჭოს ახალ პროექტში, რომელიც იურიდიული პროფესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით რეგიონული პლატფორმის დაარსებას ისახავს მიზნად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცისთან ერთად ჩართულია სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას და ბელარუსიის ადვოკატთა ასოციაციები და სხვა პროფესიული ორგანიზაციები

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი