ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლის ვიზიტი ადვოკატთა ასოციაციაში

4 თებერვალი 2020

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენელი, იბონ ორმაზაბალი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ჭეხანსა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
იბონ ორმაზაბალმა შეხვედრაზე ასოციაციის წარმომადგენლებს ევროკავშირ-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის პროექტის 3 წლიანი პროგრამის გეგმები და განხორციელების ეტაპები წარუდგინა.
მხარეებმა ასევე განიხილეს პროექტის განხორციელების პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი