ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ღონისძიებათა შედეგების შეჯამება

24 იანვარი 2019

23 იანვარს,  სასტუმროში „რუმსი თბილისი“ გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით განხორციელებული სამწლიანი პროგრამის შედეგების შეჯამება. პროექტი ხელმისაწვდომი და პროფესიული მართლმსაჯულების განვითარებას ემსახურებოდა. პროგრამის შედეგები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის  წარმომადგენლებმა წარადგინეს.

ღონისიძების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ქეთევან თურაზაშვილმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა და UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.

ქეთევან თურაზაშვილმა ისაუბრა იმ პროექტების მნიშნელობისა და შედეგების შესახებ, რომლებიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

ღონისძიებას დაესწრნენ ადვოკატები და იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი