დამატებითი ინფორმაცია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტებთან დაკავშირებით

22 ივნისი 2021

როგორც მოგეხსენებათ, ასოციაციის თავმჯდომარესა და სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დილის 09:00 საათიდან 11:00 საათამდე შეხვედრების ყველა - 28 ოთახი - ეთმობა ადვოკატებსა და კლიენტებს შორის შეხვედრებს, ხოლო 11 საათიდან 18:00 საათამდე შეხვედრების ოთახები თანაბრად ნაწილდება პაემნებსა და ადვოკატებთან შეხვედრებზე. ამასთან, ადვოკატებისა და კლიენტების შეხვედრებისთვის განსაზღვრულმა დრომ 18:00 საათიდან გადაიწია 19:00 საათამდე.

ბოლო 2 კვირის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 790-მა ადვოკატმა განახორციელა ვიზიტი: 09:00 – 11:00 შუალედში 35%, ხოლო 11:00 – 19:00 შუალედში 65%.

ამასთან, მოგეხსენებათ, რომ ადვოკატთა ასოციაცია უკვე მუშაობს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის სპეციალური ონლაინ პორტალის შექმნაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება. აღნიშნული პორტალის ამოქმედებამდე, გვსურს, ადვოკატებს კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ კლიენტთან შესახვედრად შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამოვიყენოთ დილის 9 საათიდან 11 საათამდე პერიოდი. იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ პერიოდში ადვოკატების ვიზიტის მაჩვენებელი 50%-ს მაინც მიუახლოვდება, დღის განმავლობაში თავიდან იქნება აცილებული რიგების პრობლემა.

№8 პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარი ვიზიტის დაჯავშნის პორტალის ამოქმედებასთან დაკავშირებით დამატებით მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი