დავით ასათიანმა ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელსა და ნორვეგიელი ადვოკატების დელეგაციას უმასპინძლა

13 ნოემბერი 2024


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელს, ტრივე სტაფსა და ნორვეგიელი ადვოკატების დელეგაციას უმასპინძლა. 

დავით ასათიანმა ნორვეგიელ კოლეგებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან  პროექტებს, რომლებიც ასოციაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. ნორვეგიელმა სტუმრებმა კი თავის მხრივ, ქართველ კოლეგებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება და ასოციაციის მუშაობის სტილი გააცნეს.   

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ნორვეგიასა და საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური მოწყობის საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო იურიდიული პროფესიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს. 

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასოციაციების სახელით ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი