ძვირფასო ადვოკატებო,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAEL) თავმჯდომარეს, დავით ასათიანსა და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (NYSBA) პრეზიდენტს, დომენიკ ნაპოლეტანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
მომავალი თანამშრომლობა გულისხმობს ცოდნის გაზიარებას, ერთობლივ ინიციატივებსა და შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის:
• ერთობლივ სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და გაცვლითi პროგრამების შემუშავებას;
• ეთიკური სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას;
• საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას — სხვადასხვა იურიდიული სისტემების გაცნობის საფუძველზე;
• სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას — საერთო ღირებულებებსა და ხედვებზე დაყრდნობით.
ღონისძიების დეტალები:
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადვოკატს
თარიღი: 28 აპრილი
საათი 18:30 საათი
ფორმატი: ონლაინ (Zoom) პლატფორმა.
გთხოვთ, დასწრების სურვილი დააფიქსიროთ მეილზე:
office@aea-eal.eu
https://aea-eal.eu/2025/04/17/mou-signing-between-aea-eal-and-nysba-28-april-2025/