ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა შეხვედრა გამართა ქალაქ ნიუ იორკის (NYC) ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან, შეილა ბოსტონთან.
შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობის გზებსა და საერთო ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. მათ შორის, ამერიკელი კოლეგების ვიზიტზე საქართველოში.
საუბრისას ხაზი გაესვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში ქართველი ადვოკატების როლისა და უნარ-ჩვევებს გაძლიერების აუცილებლობას, რა მიზნითაც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ქალაქ ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას პრო-ბონო მიმართულების განვითარებაში.