საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი სახის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ადვოკატთა ასოციაციასა და ევროსაბჭოს შორის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ იურიდიული პროფესიის და ადვოკატთა ასოციაციის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.