„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლისა და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და 232 მუხლების შესაბამისად საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს ღია კონკურსს იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობაში ადვოკატთა ასოციაციიდან წარსადგენი 1 წევრის შესარჩევად.
სავალდებულო კრიტერიუმი:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატს, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის საადვოკატო გამოცდილება.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- პირადობისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- ადვოკატის უფლებამოსილების დამადსტურებელი მოწმობის ასლი
- CV (ქართულ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200 სიტყვა)
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონული ფორმით ელ-ფოსტის მისამართზე: hr@gba.ge, ან მატერიალური ფორმით წარმოადგინოთ ადვოკატთა ასოციაციის ადმინსიტრაციაში მისამართზე: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N11.
- კონკურსში განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა - 2021 წლის 20 იანვარი, 17:00 სთ.
- დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2987878