განცხადება ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით

11 მაისი 2020

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სარევიზიო კომისიის 2020 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, აცხადებს კონკურსს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსურ აუდიტზე.

აუდიტმა უნდა მოიცვას შემდეგი ასპექტები:

► ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;
►ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული შიდა კონტროლის  სისტემებისა და მექანიზმების ადექვატურობის ანალიზი და შეფასება;
►ასოციაციის საქმიანობის ამსახველი სხვადასხვა ფინანსური დოკუმენტაციის (სტრატეგია, საოპერაციო გეგმა, ბიუჯეტი, პროცედურები და ინსტრუქციები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, ანგარიშები, ორგანიზაციის მიერ გაფორმებული კონტრაქტები, გარიგებები და სხვა დოკუმენტები) შემოწმება, მათი არსებობის, მიზნობრიობისა და არსებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
►  ფინანსური და მმართველობითი ანგარიშის განხილვა და შემოწმება;
► ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
► ორგანიზაციის აქტივების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;
► ანგარიშგების პროცესების უნიფიცირება და სტანდარტიზება, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
► ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რევიზია და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნების წარმოდგენა.

 

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს განაცხადი მომსახურების გაწევის თაობაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია კომპანიის გამოცდილებისა და მომსახურების საფასურის შესახებ. წინადადებების პაკეტი აუდიტორული მომსახურების შესახებ, შეგიძლიათ წარმოადგინოთ მატერიალური სახით ასოციაციის ოფისში ან გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: audit@gba.ge - PDF ფორმატში, დადასტურებული ხელმოწერით და ბეჭდით.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 11 მაისიდან  11 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით. 
მისამართი: თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N 8. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 987878, 551 087601 ან ელფოსტაზე: audit@gba.ge
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი