განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით

5 ივლისი 2021

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სანდო და ხარისხიანი მართლმასჯულების სისტემის შენების მნიშვნელობა მკაფიოდ აისახა ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ჩართულობითა და პრეზიდენტ მიშელის მედიაციით შემუშავებულ 19 აპრილის შეთანხმებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესთან მიმართებით, საყურადღებოა 19 აპრილის შეთანხმებაში უშუალოდ მონაწილე საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია პროცესის შეჩერების თაობაზე.

ამ ფონზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის გაგრძელებამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს თავად პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ამიტომ, მიზანშეწონილი იქნებოდა შერჩევის მიმდინარე პროცესის გადადება გარკვეული ვადით, რა დროსაც შეიქმნებოდა დისკუსიის ფორმატი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გააგრძელებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თითოეული სამოსამართლო კანდიდატის კვალიფიკაციისა და უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომის მიზნით, დააკვირდება პროცესს და შეაფასებს შესარჩევ კანდიდატებს, USAID/PROLoG-ისა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) ექსპერტების მხარდაჭერით შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი