გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, სადაზღვევო კომპანია - „პრაიმთან“ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც:
- სადაზღვევო კომპანია თანახმაა ასოციაციის წევრებს, როგორც თბილისის ასევე, რეგიონული მასშტაბით შესთავაზოს შეღავათიანი კორპორაციული პაკეტები. ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: სადაზღვევო პაკეტები;
- სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება სადაზღვევო კომპანიასა და ასოციაციის წევრს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, სადაზღვევო პაკეტის საფასურის დაზღვეულის მიერ მზღვეველისთვის პირდაპირი ანგარიშსწორების გზით;
- აღნიშნული შეთავაზება ძალაში შევა, თუ სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს ასოციაციის მინიმუმ 1000 წევრი.
იმისთვის, რომ განისაზღვროს მსურველ წევრთა რაოდენობა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი მიმდინარე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: განაცხადი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.devdariani@gba.ge
მოკლე ინფორმაცია კომპანია „პრაიმის“ შესახებ:
პარაიმი ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების სადაზღვევო კომპანიაა. რომლის უპირატესობა მოქნილობას, თავისუფალ არჩევანსა და ანაზღაურების მარტივ პროცედურებში მდგომარეობს:
- კომპანიაში დანერგილია ონლაინ ანაზღაურების სისტემა, რომლის დროსაც დაზღვეულს, მიუხედავად არა პროვაიდერი კლინიკის არჩევისა, არ მოუწევს სერვისცენტრში მოსვლა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ დოკუმენტების დასკანერებული ვერსიის/ფოტოსურათების გამოგზავნა მეილზე: claims@primeinsurance.ge და ჩვენი ანაზღაურების მენეჯერები მაქსიმალურად მოკლე დროში მოახდენენ დაზღვეულის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას;
- ქრონიკული დაავადების მქონე დაზღვეულს არ მოუწევს ოჯახის ექიმთან ვიზიტი ყოველთვიურად იმისთვის, რომ გამოიწეროს მისაღები მედიკამენტები. ამისთვის ოჯახის ექიმი დისტანციურად გასცემს ელექტრონულ მიმართვას და დაზღვეული პირდაპირ შეიძენს მედიკამენტს ნებისმიერ წამყვან სააფთიაქო ქსელში;
- დაზღვეული იღებს სრულ თავისუფალ არჩევანს, როგორც ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ მომსახურებაში, ასევე სტომატოლოგიურ მომსახურებაშიც;
- პრაიმის ოჯახის ექიმები არ სარგებლობენ ე.წ. მედიკამენტების ან კლინიკების პოზიტიური სიით. კომპანიის მიდგომა არის სრულიად თავისუფალი, რაც გამომდინარეობს ჩვენი ბიზნესის ფარმაცევტული და სამედიცინო დაწესებულებებისგან დამოუკიდებლობით;
- დაზღვეულ თანამშრომელს არ ექნებათ მოცდის პერიოდი სამედიცინო მომსახურების მიღებისას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს: www.primeinsurance.ge/.